ძველი თბილისის ადმინისტრაციული რაიონი 2007 წლიდან, მოიცავს მთაწმინდა-კრწანისისა და ისანი-სამგორის რაიონებს, ტრადიციულად აღნიშნავს ქალაქის ისტორიულ ნაწილს.
რაიონი მოიცავს მტკვრის ორივე სანაპიროს და ძირითადად წარმოადგენს XIX საუკუნის ურბანულ განაშენიანებას მეტწილად ეკლექტური არქიტექტურით, რომელთაგან რამდენიმე ნაგებობა V საუკუნით თარიღდება. ქალაქის XIX საუკუნემდელ ნაწილს დღეისთის თითქმის აღარ მოუღწევია 1795 წელს სპარსელების შემოსევის გამო. ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობათა შორისაა ეკლესიები, მუზეუმები, გოგირდის აბანოები და ვიწრო ქუჩები ჩუქურთმიანი ხის აივნებით.

საზღვარი ვაკე-საბურთალოს რაიონთან
უხვევს ჩრდილოეთით ვარაზისხევის გადაკვეთამდე, მიჰყვება ვარაზისხევს კეკელიძის ქუჩამდე, შემდეგ კეკელიძის ქუჩის ღერძის გაყოლებით ეშვება და უერთდება ი. ჭავჭავაძის ქუჩის ღერძს. აქედან საზღვარი მიუყვება ი. ჭავჭავაძის ქუჩის ღერძს, მოიცავს ი. ჭავჭავაძის გამზირის ##5,3,1 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის, ჰერა-სამეანო გინეკოლოგიური კლინიკის (ყოფილი მე-4 მთავარი სამმართველოს საავადმყოფო- პოლიკლინიკის შენობა) და ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაკვეთების საზღვარს, უერთდება ვარაზისხევის ქუჩის ღერძს, მიუყვება მას და ეშვება გმირთა მოედანზე. აქედან თამარ მეფის (ჩელუსკინელების ქ.) გამზირის ღერძით, მოიცავს რა თამარ მეფის სახ. ხიდს მთლიანად, უერთდება მდინარე მტკვრის ღერძს.
No comments:
Post a Comment